Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიუკასლის ინტერესი რაბიოს მიმართ სერიოზულია…

იტალიური მედიის ინფორამციით, ნიუკასლი იუვენტუსის ფრანგი ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს და ფრანგი ნახევარმცველის დამატებას ზამთარშივე შეეცდება.

რაბიო იუვენტუსს 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ის წლიურად გასამრჯელოს სახით 7 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელმა ტურინში თავისი პოტენციის გამოვლენა ვერ მოახერხა და ტურინელები ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის ფეხბურთელი 10-15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს და მათთვის არც ფეხბურთელის ხელფასის გადახდა იქნება პრობლემა, თუმცა რამდენად მოისურვებს რაბიო ნიუკასლში გადასვლას, ამას იანვარში ვიხილავთ…