Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიუკასლი და არსენალი ლოსანოს ტრანსფერით ინტერესდებიან

იტალიური წყაროების ცნობით, არსენალი და ნიუკასლი ნაპოლის ვინგერის ირვინგ ლოსანოს ტრანსფერით ინტერესდებიან.

27 წლის მექსიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი პარტენოპეისთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მან გუნდი ზაფხულში დატოვოს.

SportItalia-ს ცნობით, ნიუკასლმა და არსენალმა ლოსანოს იანვარში გაფორმების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ ნაპოლი მის ზამთარში გაშვებას არ აპირებს, ზაფხულში კი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს.