Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიუკასლი იანვარში რემსის გაფორმებას გეგმავს

აარონ რემსის იუვენტუსიდან წასვლა უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია და დიდი ალბათობით უელსელმა ფეხბურთელმა ბიანკონერის მაისურით თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ნიუკასლი, რომელიც პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, მზად არის ბრიტანელი ნახევარმცველი იანვარში დაიმატოს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის რემსი სრულიად უსასყიდლოდ გაუშვას, თუ ინგლისელები მის ხელფასს – 7 მილიონ ევროს სრულიად დაფარავენ.

რემსის გარდა, იუვე არც ალექს სანდროს გაყიდვაზე იტყვის უარს, თუმცა იუვენტუსს მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.