Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნიუკასლი იუვენტუსის ნახევარმცველის შეძენას ეცდება

TuttoJuve-ს მტკიცებით, ნიუკასლი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აარონ რემსის შეძენას ეცდება.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისელები რემსის სანაცვლოდ იუვეს 20 მილიონ ევროს და ბონუსებს შესთავაზებენ.

29 წლის უელსელი ფეხბურთელი იუვენტუსს გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა მხოლოდ 11-ჯერ მოახერხა.

რემსი არც ანდრეა პირლოს სამომავლო გეგმებში არ შედის და იუვენტუსი მის გაყიდვაზე უკვე მუშაობს, თუმცა მაღალი ხელფასის გამო ფეხბურთელის შეძენის სურვილი ჯერჯერობით მხოლოდ ნიუკასლმა გამოთქვა…

Leave a Reply

Your email address will not be published.