Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიუკასლი ლაციოსა და ინტერის ფეხბურთელებს უმიზნებს…

The Times-ის ინფორმაციით, ნიუკასლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებს და მათ სიაში ინტერის და ლაციოს ფეხბურთელები მოხვდნენ.

მას შემდეგ, რაც ინგლისური გუნდი საუდის არაბეთის კომპანია PIF-მა შეიძნა, მათ არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი დაუკავშირეს და წყაროს ცნობით, ზამთარში ინგლისელები მარსელო ბროზოვიჩის, სტეფან დე ვრეის და ლაციოს კიპერის ტომას სტრაკოშას გაფორმებას შეეცდებიან.

თუ ბროზოვიჩის და სტრაკოშას ტრანსფერები გამორიცხული არ არის, რადგან მათ კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ და შესაძლოა გუნდებმა მათ სანაცვლოდ ფულის მიღება მოისურვონ, სტეფან დე ვრეის გუნდიდან წასვლა ზამთარში ფაქტობრივად გამორიცხულია.