Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიუკასლი პერიშიჩის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერსა და ივან პერიშიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება და მის ტრანსფერზე ნიუკასლი უკვე აქტიურად მუშაობს და მზად არის, მას მოთხოვნილი ხელფასი გადაუხადოს.

33 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ნერაძურის მისი შენარჩუნება სურს, თუმცა ინტერი მას ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის სახით 3.5 მილიონს ჰპირდება, რაც ბონუსების ჩათვლით 4 მილიონამდე გაიზრდება.

ხორვატი ფეხბურთელი იტალიურ გრანდში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ის ხელფასის სახით გარანტირებულ 5 მილიონ ევროს ითხოვს და თუ რომელიმე მხარე დათმობაზე არ წავიდა, ის ბენეამატას რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს…