ნიუკასლი სერია ა-ს ბომბარდირში 55 მილიონ ევროს იხდის

Gazzetta Dello Sport-ის მტკიცებით,ნიუკასლ იუნაიტედმა ლაციოს 55 მილიონი ევრო,ხოლო ფეხბურთელს ზღაპრული ხელფასი შესთავაზა.

მას შემდეგ,რაც გუნდი საუდის არაბეთის შეიხმა შეიძინა,ნიუკასლის ფინანსური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გუნდს უკვე რამდენიმე დიდი სახელი დაუკავშირეს.

55 მილიონი ევრო კლუბის სარეკორდო ტრანსფერი იქნება,თუმცა ამის გარდა ისინი იმობილეს 5-წლიან კონტრაქტს და ანაზღაურების სახით კვირაში 154,000 ევროს ჰპირდებიან,რაც წელიწადში 8 მილიონი ევროა.

30 წლის შემტევი ლაციოს დორტმუნდიდან 2016 წელს შეუერთდა.მან არწივების რიგებში 167 შეხვედრა ჩაატარა და 116 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.