ნიუკასლმა მილანს საინტ-მაქიმინის ფასი შეუთვალა
რომასთან ნიკოლო ძანიოლოს თაობაზე მოლაპარაკებების გართულების გამო, მილანი იტალიელი ფეხბურთელის ალტერნატივების ძიებას შეუდგა და ნიუკასლის ალან საინტ-მაქსიმინის ტრანსფერით დაინტერესდა, თუმცა მარტივად ვერც მის გაფორმებას შეძლებს.
Sky Sprot-ის ინფორმაციით, ინგლისელები 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, სწორედ იმდენს, რამდენიც რომას ძანიოლოს სანაცვლოდ სურს.
წყაროს ცნობით, მილანისთვის ძანიოლო პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთარში რომასთან საერთო ენის გამონახვა შეძლოს.