Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიუკასლმა რომას პერესის თაობაზე მიმართა

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ნიუკასლი რომასთან კარლეს პერესის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

23 წლის ფეხბურთელი რომას 2020 წლის იანვარში, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ჯალოროსის რიგებში ჩატარებულ 48 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Calciomercato-ს ცნობით, პერესი მოურინიოს გეგმებში არ შედის და რომა მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ მისი გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.