ნიუკასლს რომას შემტევი უნდა

ნიუკასლ იუნაიტედმა რომას პატრიკ შიკის თაობაზე მიმართა.Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით,კონტაქტი რამდენიმე საათის წინ შედგა და რომაელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო მოითხოვეს.

პატრიკ შიკი ამჟამად ლაიფციგში,იჯარის წესით იმყოფება.გერმანელებს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა 28 მილიონ ევროდ აქვთ,თუმცა მათ იტალიელებს 20 მილიონი შესთავაზეს,რაზეც რომა წინააღმდეგია.

გავრცელებული ინფორმაციით,ფეხბურთელს გერმანიაში დარჩენა უნდა,თუმცა ლაიფციგი ფინანსურ კრიზისშია და 28 მილიონი ევროს გადახდა ნაკლებად სავარაუდოა.

Leave a Reply

Your email address will not be published.