Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნოემბრის შემდეგ ჩალჰანოღლუ ტოპ 5 ლიგაში საუკეთესოა…

ინტერი სერია ა-ში წარმატებულ სვლას განაგრძობს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაკან ჩალჰანოღლუა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და გოლის ან შედეგიანი გადაცემის გარეშე მოედანს ფაქტობრივად აღარ ტოვებს.

თურქმა ფეხბურთელმა ნოემბრიდან მოყოლებული 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც აღნიშნულ პერიოდში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, 27 წლის ფეხბურთელს სერია ა-ში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს…