Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნორვიჩის უკანახაზელი რომას რადარზე

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა ნორვიჩის ინგლისელი უკანახაზელის მაქს აარონსის ტრანსფერით ინტერესდება.

21 წლის ინგლისელი მარჯვენა მცველი ნორვიჩის რიგებში წარმატებულ თამაშს განაგრძობს და Calciomercato-ს ინფორმაციით, ის ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.

წყაროს ცნობით, ინგლისელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონის მიღება სურთ, თუმცა რომა მისი იჯარით გაფორმებას აპირებს, შემდგომში 15-20 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.