Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნოჩერინო:“ მესიასი ხარისხიანი ფეხბურთელია, მან მილანში ყოფნა დაიმსახურა“

მილანის ყოფილმა ნახევარმცველმა ანტონიო ნოჩერინომ მილანში ჯუნიორ მესიასის ტრანსფერი შეაფასა.

„მესიასი არის ფეხბურთელი, რომელიც მე ძალიან მომწონს. ის ხარისხიანი მოთამაშეა, რომელიც თავისი შესაძლებლობები გასულ სეზონში კროტონეში გამოავლინა. ხალხს დღეს გუნდში მხოლოდ ცნობილი სახეების ხილვა სურს და შედარებით ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელებს შანსს არ აძლევენ.

„კარგად მახსოვს, ჩემი მილანში მისვლის დროს რამხელა სკეპტიციზმი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერს მოედანზე ნაჩვენები თამაში წყვეტს. მე მესიასს ვუსურვებ, რომ მილანში ჩემზე წარმატებული კარიერა ჰქონდეს. მე მისი ისტორია ვიცი და ეს შანსი ნამდვილად დაიმსახურა.“