Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნოჩერინო:“ მუნტარის გაუქმებულმა გოლმა იუვესთან მილანის ისტორია შეცვალა“

ანტონიო ნოჩერინოს აზრით, 2012 წლის 25 თებერვალს იუვენტუსის კარში მუნტარის გატანილი გოლის გაუქმებამ როსონერის ისტორია შეცვალა.

„ეს არ იყო უბრალოდ მატჩი, რომელშიც სასურველი შედეგის მიღწევა ვერ შევძელით. მუნტარის გოლმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა და არ მესმის, თუ როგორ ვერ დაინახა ეს ლაინსმენმა.

„ამ მომენტმა მილანის ისტორია შეცვალა. ამ გოლის წყალობით, მილანი სკუდეტოს მოიგებდა, რითიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას გაყიდვას თავიდან აიცილებდა, გუნდს უფრო მეტი ინვესტიციის საშუალება ექნებოდა და განვითარებას გააგრძელებდა.

„მილანს სკუდეტო რომ მოეგო, იბრა და ტიაგო დარჩებოდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ როსონერი უფრო მეტ ტიტულს მოიგებდა.“

იბრა მილანში დაბრუნდა და გუნდები მომდევნო ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ.

„მილანმა ირბინა, ირბინა და საბოლოოდ გაზოლინი გაუთავდა. იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე დარჩენილი ენერგიის მოკრებას და ამ შესანიშნავი წლის სათანადოდ დაგვირგვინებას მოახერხებენ.

„იუვენტუსს რაც შეეხება, 9-წლიანი დომინაციის შემდეგ, გუნდს გარდამავალი სეზონი აქვს. ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები, ახალგაზრდები, რომლებიც რამდენიმე სეზონში წარმოუდგენელ დონეზე იქნებიან, მაგრამ მათ გამოცდილება სჭირდებათ.

„ნაპოლის და ატალანტას როგორც იუვენტუსზე, ასევე მილანზე მარტივი კალენდარი აქვთ და ლიგაზე გასვლა ორივე მათგანს გაუჭირდება.

„იუვენტუსი – მილანი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფია, ვინც გაიმარჯვებს, ის ჩემპიონთა ლიგაზე გავა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით არც ლაციოს ჩამოწერა შეიძლება.“

გათიშვა