Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნუნესის აგენტი:“ დარვინი დიდი გუნდისთვის მზად არის…“

ბენფიკას ახალგაზრდა ფორვარდის დარვინ ნუნესის თქმით, რომლის სახელიც ბოლო პერიოდში მილანს და ინტერს არაერთხელ დაუკავშირეს, მისი კლიენტი ევროპული გრანდების რიგებში სათამაშოდ მზად არის.

„დარვინი შესანიშნავ ფორმაშია და თამაშისგან სიამოვნებას იღებს, მაგრამ ამავდროულად დაუღალავად მუშაობას აგრძელებს, რომ თავისი უზადო პოტენციალი ბოლომდე გამოიყენოს.

„ჩვენ არაერთი გრანდი დაგვიკავშირდა და მის შესახებ ინფორმაცია გვთხოვა, მაგრამ ამ მომენტისთვის კონკრეტული არაფერია, ის ბენფიკასთან და ურუგვაის ნაკრებთან ერთადგანვითარებას აგრძელებს.

„ჩვენ მის შესაძლო ტრანსფერს გუნდის დირექტორებთან განვიხილავთ. ვფიქრობ, რომ ჩემი კლიენტი ახალი გამოწვევებისთვის მზად არის, თუმცა ის ბენფიკას და მიმდინარე კონტრაქტს პატივს სცემს და ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ორივე მხარისთვის სასარგბლო იქნება.“