ობამეიანგის გაფორმება იუვენტუსის გეგმებში არ შედის

გუშინ ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ ტურინის იუვენტუსი არსენალის გაბონელი ფეხბურთელის,პიერ ემერიკ ობამეიანგის გაფორმებას ცდილობდა,თუმცა juvefc.com-მა ეს ინფორმაცია უარყო.

საიტის მტკიცებით,ტურინელები მართლაც ეძებენ გონსალო იგუაინის შემცვლელს და ერთ-ერთ ინგლისურ გუნდთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ,თუმცა არა არსენალთან,არამედ მანჩესტერ სიტისთან.

გავრცელებული ინფორმაციით,იუვენტუსი გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერს განიხილავს,რომელმაც არაჩვეულებრივი თამაშის მიუხედავად ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვირდება ვერ მოახერხა და გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი არ არის.

ბრაზილიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 60-65 მილიონი ევროს რეგიონში მერყეობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.