ობამეიანგი იუვენტუსსაც მოუნდა

ინტერის და ნაპოლის შემდეგ,არსენალის კაპიტანი ტურინის იუვენტუსის რადარზეც მოექცა.

გაბონელი ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონელებთან მომავალ სეზონში იწურება და ახალ კონტრაქტზე მხარეები ვერ თანხმდებიან,რაც მისი გუნდიდან წასვლის შანსს ზრდის.

31 წლის ფეხბურთელს იტალიური გუნდების გარდა ბარსელონა,მანჩესტერი და პსჟ-ც აკვირდება.ობამეიანგი არსენალში 2018 წელს დორტმუნდიდან გადავიდა და 99 თამაშში 61 გოლის გატანა მოახერხა.

ფრანგული მედიის მტკიცებით,მის გაფორმებას ბიანკონერიც ეცდება.ტურინელები იგუაინს დიდი ალბათობით სეზონის დასასრულს გაუშვებენ და მისი შემცვლელის ძიებაში არიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.