ობამეიანგმა არსენალთან ახალ კონტრაქტზე უარი თქვა

პიერ-ემერიკ ობამეიანგს არსენალთან კონტრაქტი მომავალ სეზონში ეწურება.მეთოფეები მის შენარჩუნებას ყველა ხერხით ცდილობენ და ახალი,გაუმჯობესებული კონტრაქტი უკვე შესთავაზეს,თუმცა ფეხბურთელმა გუნდი უარით გაისტუმრა.

ბრიტანული მედიის მტკიცებით,ობამეიანგი ინტერში გადასვლას განიხილავს,რადგან გაბონელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა,რასაც არსენალის რიგებში თამაშით ვერ მოახერხებს.

მისი ინტერში ტრანსფერი ბარსელონაზეა დამოკიდებული.ნერაძური ობამეიანგის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცდება,თუ გუნდს ლაუტარო მარტინესი დატოვებს.არსენალი მას დაახლოებით 65-70 მილიონ ევროდ აფასებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.