Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოდრიოსოლა:“ სერია ა-ს დონემ ძალიან გამაკვირვა“

ფიორენტინას ფეხბურთელმა ალვარო ოდრიოსოლამ, რომელიც მადრიდის რეალის საკუთრებაში იმყოფება და ფლორენციაში იჯარით თამაშობს, სასუოლოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ნეროვერდი ფიორენტინას გასვლაზე 2-0 ამარცხებდა, თუმცა ვლაჰოვიჩის და ტორეირას გოლების წყალობით იებმა ქულის გადარჩენა მოახერხეს.

„ჩვენ შედეგით კმაყოფილები არ ვართ, რადგან ვფიქრობ, რომ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენ პირველ ნახევარში 3-4 შესანიშნავი მომენტი გვქონდა, რომლის გამოყენების შემთხვევაში მატჩის სცენარი რადიკალურად შეიცვლებოდა.

„რას ვიტყვი სერია ა-ს შესახებ ? მე ფიორენტინაში მოსვლის დღიდან სერია ა-ს საერთო დონემ ძალიან გამაკვირვა. იტალიაში თითოეულ გუნდს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და მარტივად ქულების მოპოვება არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არის, მაგრამ ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ.

„ბირაგის წითელი ბარათი ? მე ეპიზოდი არ დამინახავს, ამიტომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ და მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, რაც საბოლოო მიზნის მიღწევაში, რაც ევროპის ტურნირზე თამაშია, აუცილებლად გამოგვადგება.“