Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოდსონ ედუარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფორვარდის დამატებას გეგმავს და Calciomercato-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი მათთვის სელტიკის ცენტრ-ფორვარდი ოდსონე ედუარდია.

ერთადერთი ფორვარდი იუვენტუსის შემადგენლობაში, რომელიც რონალდუსთან ერთად გოლების გატანას ახერხებს, ალვარო მორატაა და მისი არყოფნის დროს გუნდს მომენტების რეალიზება ძალიან უჭირდა.

ბოლო კვირეებში იუვენტუსს არკადიუშ მილიკი და ოლივიე ჟირუც დაუკავშირეს, თუმცა იუვე პარალელურად სხვა ვარიანტებსაც ეძებს.

22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა, გასულ სეზონში კი 47 მატჩში 29 გოლი გაიტანა და არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა.