Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოლივეირა რომას უახლოვდება

იტალიური წყაროების ინფორამციით, პორტუ და რომა სერჟიო ოლივეირას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან და სავარაუდოდ პორტუგალიელი ფეხბურთელი ჯალოროსის რიგებს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ოლივეირა რომას რიგებში 6-თვიანი იჯარით გადაბარგდება, რის სანაცვლოდაც პორტუგალიური გუნდი 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, სეზონის ბოლოს კი ჯალოროსის მისი გამოსყიდვა 13.5 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება.