Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოლივეირა რომში ჩაფრინდა

პორტუს ნახევარმცველი სერჟიო ოლივეირა რამდენიმე წუთის წინ რომში ჩაფრინდა, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და რომას რიგებს შეუერთდება.

29 წლის ფეხბურთელის 6-თვიანი არენდის სანაცვლოდ რომა პორტუს 1 მილიონ ევროს გადაუხდის, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში პორტუს რიგებში 24 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.