Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოლიმპიაკოსს მანოლასის დაბრუნება სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ოლიმპიაკოსს ნაპოლის ცენტრალური მცველის კონსტანტინოს მანოლასის დაბრუნება სურს და ზაფხულში პარტენოპეის კონკრეტული წინადადებით მიმართავს.

მანოლასი, რომელიც ნაპოლის რიგებს რომადან 2019 წელს, 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ლუჩიანო სპალეტის გეგმებში აღარ შედის და მან მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბერძნები მზად არიან მანოლასის სანაცვლოდ ნაპოლის 10 მილიონი ევრო გადაუხადონ.