Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ონანას აგენტი მილანშია

Tuttomercato-ს ინფორმაციით, აიაქსის კიპერის ანდრე ონანას აგენტი უკვე მილანშია, სადაც ინტერის ხელმძღვანელობას შეხვდება და კონტრაქტის საბოლოო დეტალების შეთანხმებას შეეცდება.

კამერუნელ კარის დარაჯს, რომელიც ჰანდანოვიჩის შემცვლელად მოიაზრება, აიაქსთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლო ეწურება და ის ზაფხულში ბენეამატას რიგებს სრულიად უფასოდ შეუერთდება, იქამდე კი მილანურ გრანდთან პრე-კონტრაქტს მოაწერს ხელს.