Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ონანა ინტერთან კონტრაქტს იანვარში გააფორმებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბარსელონას გააქტიურების მიუხედავად, აიაქსის კარის დარაჯის ანდრე ონანას ინტერში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

კამერუნელ ფეხბურთელს აიაქსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ იანვრიდან მას ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეუძლია, სეზონის ბოლოს კი ბენეამატას რიგებს შეუერთდება.

წყაროს ცნობით, ონანა ინტერთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 3 მილიონი ინქება.