Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ორი ინგლისური გუნდი დე ვრეის ზამთარში გაფორმებას ეცდება

ბრიტანული მედიის ცნობით, ინტერის ცენტრალური მცველის სტეფან დე ვრეის ტრანსფერით ტოტენჰემი და ნიუკასლი ინტერესდებიან და ორივე მათგანი ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და ფინანსური საკითხების გამო, მხარეებს შორის ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ნერაძურიმ მისი გაყიდვა გადაწყვიტოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, დე ვრეის ტრანსფერი ტოტენჰემში ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ნიუკასლს კი PIF-ის ფინანსებით ინტერისთვის საკმაოდ მსუყე წინადადების გაკეთება შეუძლია…