Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ორი ფეხბურთელი, რომლებიც პირლოს იუვენტუსში სურდა

Gazzetta dello Sport-მა ის ორი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა გაფორმებაც პირლომ გუნდს სთხოვა, თუმცა ბიანკონერიმ ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

ბებერ ქალბატონს საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. გუნდმა უესტონ მაკკენი, არტური, დეიან კულუსევსკი და ალვარო მორატა გაიფორმა, მაგრამ მათ გარდა მაესტროს კიდევ ორი მოთამაშე სურდა.

პირველი მათგანი ყველასთვის კარგად ნაცნობი ედინ ჯეკოა. იუვენტუსი და რომა ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა ჯალოროსიმ ნაპოლიდან მისი შემცვლელის, არკადიუშ მილიკის გაფორმება ვერ მოახერხა და ჯეკოს იუვეში ტრანსფერიც ჩაიშალა. საბოლოოდ გუნდმა ალვარო მორატა დაიმატა და ჯერჯერობით ესპანელი ფეხბურთელი დაკისრებულ მოვალეობებს თავს იდეალურად ართმევს.

მეორე კი სასუოლოს მანუელ ლოკატელია. წყაროს მტკიცებით, იუვენტუსმა ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებიც კი შეათანხმა, თუმცა ტურინელებმა ნეროვერდის მოთხოვნილი 40 მილიონი ევროს გადახდა ვერ მოახერხეს და ტრანსფერიც არ შედგა.