Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოსიმენი:“გატუზომ და დე ლაურენტისმა დამარწმუნეს“

ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ნაპოლის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა, პარტენოპეიში გადასვლის მიზეზებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გატუზოსთან და დე ლაურენტისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ნაპოლიში ჩამოსვლის დღიდან ისინი ისე მექცევიან, როგორც შვილს.

„სწორედ დე ლაურენტისის და გატუზოს დამსახურებაა, რომ მე დღეს ნაპოლის ფეხბურთელი ვარ. მათთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კარიერა აქ გამეგრძელებინა.

„ორივე მათგანი ძალიან ბევრ რჩევას მაძლევენ და ასეთი თბილი დამოკიდებულება მოტივაციას მმატებს.

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც გუნდური თამაში უყვარს და ჩემი მენტალობა ასეთია – არასოდეს დანებდე. აქ ყოფნა ჩემი კარიერისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ფული საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარი ის არის, რომ ნაპოლიში გამორჩეული თანაგუნდელები მყავს. ნაპოლის მაისურის მორგება ოცნების ახდენას გავს.

„ძირითადად ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა გუნდის დასახმარებლად მოედნის ნებისმიერ წერტილში შემიძლია თამაში.

„გამოგიტყდებით, რომ თავდაპირველად იტალიაში რასიზმის მხრივ არსებული სიტუაციის გამო ვყოყმანობდი, თუმცა შემდეგ ნეაპოლში ჩავედი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე.

„სწორედ მაშინ შეიცვალა ჩემი ხედვა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა და მწვრთნელმა დამარწმუნეს, რომ მე აქ რასიზმთან დაკავშირებით პრობლემები არ შემექმნებოდა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.