Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოსიმენი:“იმედი მაქვს,რომ ნაპოლის ისტორიაში ჩემი სახელის ჩაწერას მოვახერხებ“

ნაპოლის ახალმა შენაძენმა,რომელიც გუნდს 70 მილიონი ევრო დაუჯდა,ნაპოლიში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ისეთ დიდ გუნდში გადასვლა,როგორიც ნაპოლია,ჩემი კარიერისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.დიდი იმედი მაქვს,რომ მე ამ გუნდის ისტორიის ნაწილი გავხდები. როდესაც მახსენდება,რომ ერთ დროს აქ დიეგო მარადონა,ედინსონ კავანი,გონსალო იგუაინი და სხვა უამრავი დიდი ფეხბურთელი თამაშობდა,ახლა კი მე მომიწევს ამ მაისურის ტარება, სიამაყის გრძნობა მეუფლება.

„მომავალ წელს ჩვენ ევროპა ლიგაზე ვითამაშებთ და იმედი მაქვს,რომ როგორც სერია ა-ში, ასევე ევროპა ლიგაზე გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები.“

Leave a Reply

Your email address will not be published.