Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოსიმენის აგენტი:“თუ ნაპოლის დაპირებები მართალია…“

ვიქტორ ოსიმენის ნახევარ-ძმამ და მისმა აგენტმა ნაპოლის მოსაფიქრებლად ცოტა დრო მოსთხოვა და აღნიშნა,რომ თუ მათი წარმოდგენილი პროექტი განხორციელდება,ასეთ შემთხვევაში პარტენოპეი ოსიმენისთვის კარგი ადგილი იქნება.

„მოლაპარაკებები გრძელდება და ჩვენ ყველა ვიქტორის პასუხს ველოდებით.ზუსტად არ ვიცი,როდის მიიღებს ის გადაწყვეტილებას,მას სურს,რომ ყველაფერი კარგად გააანალიზოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოს.სწორედ ამიტომ მოითხოვა მან მეტი დრო.

„ზოგმა გამოცემამ უკვე დაწერა,რომ ვიქტორმა ნაპოლი უარით გაისტუმრა,რაც აბსოლუტური სიცრუეა.არ მესმის,საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაცია.მან უბრალოდ მეტი დრო ითხოვა,რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ჩვენ ნაპოლის წინადადებას და მათ პროექტს ყურადღებით ვსწავლობთ და თუ მათი დაპირებები მართალია,მაშინ ნაპოლი ვიქტორისთვის კარგი ადგილი იქნება კარიერის გასაგრძელებლად.“

Leave a Reply

Your email address will not be published.