Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენის 4 გოლი და ნაპოლის პირველი გამარჯვება სპალეტის ეპოქაში…

დღეს ნაპოლიმ ლუჩიანო სპალეტის გუნდში მისვლის შემდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ადგილობრივი მეტოქე ანაუნია 12 – 0 გაანადგურა.

ყველაზე კარგი მატჩი პარტენოპეის ნიგერიელ ფორვარდს ვიქტორ ოსიმენს ჰქონდა, რომელმაც 4 გოლის გატანა მოახერხა.

ნაპოლიმ დღეს კვლავ ძველი ფორმებით იასპარეზა, რადგან ახალი მაისურები გუდნს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია.