Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენი მანჩესტერის პრიორიტეტული სამიზნე აღარ არის

ბრიტანული წყაროების ცნობით, ნაპოლის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მანჩესტერ იუნაიტედის პრიორიტეტული სამიზნე აღარ არის.

The Guardian-ის ინფორმაციით, წითელი ეშმაკები ნიგერიელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 150 მილიონი ევროს გადახდას ამ ეტაპზე არ აპირებენ, ამიტომ კონცენტრაციას ტოტენჰემიდან ჰარი კეინის გაფორმებაზე გააკეთებენ.

წყაროს ცნობით, ჩელსი ოსიმენის მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვიქტორმა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენილი გუნდის რიგებში თამაში მოისურვოს.