Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოსიმენი მილანთან მატჩს გამოტოვებს

ვიქტორ ოსიმენი მილანთან გასამართ მატჩს, რომელიც კვირას არის ჩანიშნული, ტრავმის გამო გამოტოვებს.

ნიგერიელმა ფეხბურთელმა აფრიკის თასზე სიერა ლეონესთან მატჩის დროს მხარი იღრძო და მას მინიმუმ 10 დღე გაუცდება.

ნაპოლი მილანს სატურნირო ცხრილში 3 ქულით ჩამორჩება და კვირას სან პაოლოზე უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება.