ოსიმენი ნაპოლიში გადასვლას დასთანხმდა

ბოლო საათებში გავრცელდა ინფორმაცია,რომ ლილის ფორვარდმა ვიქტორ ისომენმა ნაპოლიში თამაშზე თანხმობა განაცხადა.

ნაპოლი არკადიუშ მილიკის შემცვლელს ეძებს და მათი პრიორიტეტული არჩევანი სწორედ ოსიმენი იყო.

Sky Sport Italia-ს მტკიცებით,ნიგერიელი ფეხბურთელი და მისი აგენტი ნეაპოლში დღეს ჩაფრინდებიან და ქალაქის დათვალიერების გარდა,ისინი ნაპოლის მესვეურებს გუნდის ბაზაზე შეხვდებიან და ფეხბურთელის მომავალს განიხილავენ.

SportItalia-ს ინფორმაციით,პირადი კონტრაქტი მხარეებს შორის პრობლემა არ იქნება,რადგან 21 წლის ფეხბურთელმა ნაპოლიში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

ფრანგული გუნდი ფეხბურთელს პანდემიამდე 80 მილიონ ევროდ აფასებდა,თუმცა ახლა ყველას ესმის,რომ ამ თანხის გადახდა წარმოუდგენელია.გუნდები მოლაპარაკებებს აგრძელებენ და პარალერულად ნაპოლი არკადიუშ მილიკის გაყიდვას ცდილობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.