Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოსიმენი:“ ნაპოლიში თამაში ოცნების ახდენას ჰგავს“

ვიქტორ ოსიმენის თქმით, ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ნაპოლის დონის გუნდში ითამაშებდა.

„აქ ყოფნა ოცნების ახდენას ჰგავს. ვინმეს 3 წლის წინ რომ ეთქვა, რომ ოდესმე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებდი, არ დავუჯერებდი.

„ვოლფსბურგში ყოფნისას ძალიან რთული პერიოდი მქონდა და მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთ დონეზე თამაშს შევძლებდი.

„ახლა მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია. მე ვარჯიში და დაუღალავი შრომა გავაგრძელე და ახლა აქ ვარ, რისთვისაც ღმერთს დიდ მადლობას ვუხდი.

„მე ლაგოსში(ქალაქი ნიგერიაში) დავიბადე და გავიზარდე, იქ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე.

„დედა ძალიან პატარა ასაკში დამეღუპა, მამამ კი სამსახური 3 თვეში დაკარგა. ჩემთვის, ჩემი ძმებისთვის და დებისთვის კოშმარული დრო იყო.

„ლაგოსის ქუჩებში წყლის გაყიდვა მიწევდა, რომ ლუკმა პურის ფული გვეშოვნა. ლაგოსი ის ადგილია, სადაც იმედი არ არსებობს, იქ არავინ გეტყვის, რომ შენს თავში რწმენა უნდა იპოვო. საბედნიეროდ, მოვახერხე და ახლა უბედნიერესი ვარ.“