Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოსიმენი:“ ნაპოლი ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო“

პარტენოპეის ახალმა შენაძენმა, ვიქტორ ოსიმენმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ აირჩია კარიერის ნაპოლიში გაგრძელება და რა იქნება მისი მიზნები ახალ გუნდთან ერთად.

ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსების სახით კიდევ 10 მილიონი დაემატება და ფულთან ერთად ფრანგულ გუნდში 3 ფეხბურთელი გაუშვა, საერთო ჯამში ოსიმენის ღირებულებამ 81 მილიონი შეადგინა.

„ბევრს ეგონა, რომ მე ინგლისში გადავიდოდი და პრემიერ ლიგიდან მსურველები მართლაც მყავდა, თუმცა ნაპოლი ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

„ნაპოლიში ზუსტად ის ფეხბურთელი გავხდები, როგორიც მინდა ვიყო და ის კარიერა მექნება, რომელზეც ბავშვობაში ვოცნებობდი.

„ურთიერთობა ჩემს, მწვრთნელს და პრეზიდენს შორის ძალიან მეგობრულია. ორივე მათგანმა ჩემს არჩევანში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მინდა მათ ნდობისთვის მადლობა მოედანზე კარგი თამაშით გადავუხადო.

„სერია ა-ში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ და ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა კრიშტიანუ რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაშის საშუალება.

„მე ვთამაშობ გუნდში, სადაც თავის დროზე დიეგო მარადონა ირჯებოდა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, საუკეთესო თუ არა. იმ მაისურით თამაში, რითიც ერთ დროს დიეგო თამაშობდა, დიდი პატივია და იმედი მაქვს, რომ გუნდთან ერთად ტიტულების მოგებას და ჩვენი გულშემატკივრების გახარებას შევძლებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.