ოსიმენი ნეაპოლში ჩაფრინდა,თუმცა…

უკვე მოგახსენეთ,რომ ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლში დღეს ჩაფრინდებოდა და ნაპოლისთან მოლაპარაკებებს გამართავდა და ასეც მოხდა,თუმცა ფეხბურთელის აგენტმა იტალიის ერთ პრობლემაზე ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით,ნაპოლი ლილის ორ ფეხბურთელში,ოსიმენსა და გაბრიელში 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

„ნაპოლის ვიქტორის გაფორმება ძალიან სურს,დე ლაურენტისს ფეხბურთელი ძალიან მოსწონს.

„ჩვენ მოლაპარაკებებს უკვე დიდი ხანია ვაწარმოებთ,თუმცა ჯერჯერობით დასრულებული არაფერია.ვიქტორს იტალია ძალიან მოსწონს და ნაპოლიში  თამაშის წინააღმდეგი არ არის,თუმცა მას ერთი ფაქტორი აშინებს,იტალიაში ძალიან დიდი პრობლემაა რასიზმის მხრივ,რაც მის იტალიაში თამაშის სურვილს ამცირებს.ვნახოთ რა მოხდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.