Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოსიმენი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

ვიქტორ ოსიმენმა რამდენიმე წუთის წინ იტალიაში სრული გამოკვლევა ჩაუტარდა და საბედნიეროდ მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება.

ნიგერიელმა ფეხბურთელმა მხარზე ტრავმა სიერა ლეონესთან მატჩის დროს მიიღო და იყო იმის საშიშროება, რომ მას ოპერაცია დასჭირდებოდა და რამდენიმე თვე გაუცდებოდა, თუმცა Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მას მხარი ნაღრძობი აქვს, ოპერაცია საჭირო არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში მოახერხებს ახალგაზრდა ფორვარდი მოედანზე დაბრუნებას, თუმცა ის პარტენპეის მილანთან მატჩში ვერ დაეხმარება.