Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოსიმენი:“ წვეულების შესახებ არაფერი ვიცოდი“

ვიქტორ ოსიმენის თქმით, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულება იგეგმებოდა.

ოსიმენი, რომელიც ტრავმის გამო უკვე რამდენიმე კვირაა ვერ თამაშობს, დაბადების დღის ოჯახის წევრებთან ერთად აღსანიშნავად ნიგერიაში გაემგზავრა, თუმცა მცირე ოჯახური ზეიმი დიდ ‘დროის ტარებაში’ გადაიზარდა, იტალიაში დაბრუნებულ ფორვარდს კი კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

„სანამ მე ნიგერიაში გავემგზავრებოდი ჩემს დას ვუთხარი, რომ დაბადების დღის არნიშვნას არ ვაპირებდი. ტრავმის გამო კარგი განწყობა არ მქონდა.

„უშუალოდ ჩემს დაბადების დღეს დაახლოებით 6 საათი მეძინა. ჩემმა დამ გამაღვიძა და მითხრა, რომ პირველ სართულზე ჩავსულიყავი, 10 წუთში კი ჩემმა ძმამ დამიძახა და იქ უამრავი ხალხი დამხვდა.

„სურათებს თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ იქ უბრალო, სავარჯიშო მაისური მაცვია და წვეულების შესახებ რომ მცოდნოდა, მას ასე ჩაცმული ნამდვილად არ შევხვდებოდი.“