Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოსიმენს კორონა ვირუსი აქვს

ნაპოლის შემტევ ვიქტორ ოსიმენს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და პარტენოპეი ახალგაზრდა ფეხბურთელის დასჯას გეგმავს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ოსიმენმა რამდენიმე დღის წინ დაბადებისდღის წვეულება გამართა, რა დროსაც დამცავი ნიღბის გარეშე უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

Corriere del Mezzogiorno-ს ინფომრაციით, გატუზომ ფეხბურთელის საქციელი დაიწუნა და მისი მოთხოვნით გუნდი გარკვეულ ჯარიმასაც დაუწესებს.