Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენს მსურველების რიგი უდგას…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შესანიშნავი თამაში ევროპულ გრანდებს არ გამორჩენიათ და ზაფხულში მის ტრანსფერზე მუშაობას აპირებენ.

ოსიმენი ნაპოლის გასული სეზონის სტარტზე ლილიდან, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ტრავმების, კორონა ვირუსის და ადაპტაციის პერიოდის გამო მან თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ვერ მოახერხა, თუმცა მიმდინარე სეზონში ის ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი ფორვარდია და 6 მატჩში 6 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემა აქვს, ამიტომ მის მიმართ გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ოსიმენის ტრანსფერით პსჟ, რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, სიტი და ჩელსი ინტერესდებიან, დე ლაურენტისი კი ნიგერიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.