Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმჰენის აგენტმა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ევროპის წამყვან სპოირტულ გამოცემებში ნაპოლის ფორვარდის ვიქტორ ოსიმჰენის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ საუბრები გრძელდება და ნიგერიელი ფორვარდი უკვე არაერთ გრანდს დაუკავშირეს, მაგრამ რობერო კალენდას თქმით, ვინც მისი აგენტი გახლავთ, ფეხბურთელი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

„ვიქტორი ნაპოლის რიგებში ძალიან ბედნიერია. მას მწვრთნელთან, თანაგუნდელებთან და ქომაგებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მისი პრიორიტეტი ახლა არის მოუტანოს ტიტული იმ გუნდსა და ქალაქს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

„ოსიმჰენი ნატურალური ტალანტია, მისი ფიზიკური მონაცემები უბრალოდ უმაღლეს დონეზე დგას. ტრავმების გამო, მან ჯერჯერობით თავისი რეალური პოტენციალის გამოვლენა ვერ შეძლო, მაგრამ ის ძალიან მალე მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო გააკვირვებს.“

ოსიმჰენი მიმიდინარე სეზონში სერია ა-ს კაპოკანონიერეს დავას ლიდერობს. მის აქტივში ჩატარებულ 14 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გახლავთ.