Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმჰენის ნაპოლიში ტრანსფერზე გამოძიება დაიწყო

იტალიაში ტრანსფერებთან და კაპიტალის შესაძლო ხელოვნურად ზრდასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ერთ-ერთი გუნდი, რომლითაც ფინანსური პოლიცია ინტერესდება, ნაპოლი გახლავთ.

მათი ინტერესის ერთ-ერთი ობიექტი ვიქტორ ოსიმჰენის ლილიდან ნაპოლიში ტრანსფერია და როგორც აღმოჩნდა, ამ საქმეს თავის მხრივ საფრანგეთშიც იძიებენ.

ოფიციალურად მითითებულია, რომ ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდის გაფორმება 81 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა რეალურად პარტენოპეიმ 35 მილიონი გადაიხადა და ფრანგულ გუნდში 3 ახალგაზრდა ფეხბურთელი გაუშვა, რომლებმაც მათთან ძალიან მალე კონტრაქტები გაწყვიტეს…