Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმჰენის შემდეგ, ნაპოლიმ ანგისაც დაკარგა

ნაპოლიმ ინტერთან სეზონში პირველი მარცხი იწვნია, თუმცა მარცხზე მეტად პარტენოპეის გუნდის ორი ლიდერის, ვიქტორ ოსიმჰენის და ზამბო ანგისას დიდი ხნით დაკარგვა ადარდებს.

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ნაპოლის ვიქტორ ოსიმჰენი მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება (იხილეთ აქ), რამდენიმე წუთის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადუქტორის ტრავმის გამო ანგისა გუნდს 2-3 კვირით გამოაკლდა.

ოსიმჰენს რაც შეეხება, ის მილანის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ახალგაზრდა ტალანტი ნეაპოლში დაბრუნდება და ოპერაციას იქ გაიკეთებს.