Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმჰენი:“ იუვესთან გამარჯვება მნიშვნელვოანი იყო, მაგრამ წინ რთული გზა გველოდება“

ნაპოლის ფორვარდმა ვიქტორ ოსიმჰენმა იუვენტუსთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ გამარჯვების მიუხედავად, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

„ეს დიდებული საღამო იყო. იუვენტუსმა კარგად იბრძოლა, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვიყავით, გამარჯვება უფრო გვსურდა და ვფიქრობ, რომ 3 ქულა დავიმსახურეთ.

„ბედნიერი ვარ, რომ მე 2 გოლი და ასისტი გავაკეთე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის გუნდის წარრმატებაა.

„სკუდეტო ? იუვენტუსის დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ წინ ძალიან რთული გზა გველოდება, ამიტომ განვითარება და თითოეული ქულისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.“