Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმჰენმა კორონა ვირუსი დაამარცხა

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვიქტორ ოსიმჰენმა კორონა ვირუსი დაამარცხა.

ნიგერიელი ფეხბურთელი სამშობლოში იმყოფებოდა და აფრიკის თასზე უნდა ეთამაშა, თუმცა კორონა ვირუსის გამო ის განაცხადს მიღმა დარჩა, ამიტომ პარტენოპეის რიგებს ნაადრევად დაუბრუნდება.

ოსიმჰენი იტალიაში სავარაუდოდ ხვალ ჩაფრინდება და გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.