Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმჰენმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა

ვიქტორ ოსიმჰენი, რომელმაც კორონა ვირუსი ახლახანს დაამარცხა და სამშობლოდან იტალიაში დაბრუნდა, გუშინ ქირურგთან, რომელმაც სახის ძვალზე მიღებული ტრავმის შემდეგ ოპერაცია გაუკეთა, კონსულტაცია გაიარა და საბედნიეროდ პარტენოპეის ტალანტმა მოედანზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მწვანე შუქი მიიღო.

23 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით უკვე ივარჯიშა და ის მოედანს ბოლონიასთან მატჩში დაუბრუნდება, თუმცა სახის დამცავი ნიღბის ტარება მოუწევს.