Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსპინას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის კარის დარაჯის დავიდ ოსპინას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის იუვენტუსთან მატჩისთვის მზად იქნება.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მცირე დაზიანება ნაკრებში თამაშის დროს მიიღო და იმის გამო, რომ ნაპოლის პირველი კიპერი ალექს მერეტი ტრავმირებულია, პარტენოპეის კი წინ იუვენტუსთან უმნისვნელოვანესი მატჩი ელოდება, გუნდი რომელიმე თავისუფალი აგენტის დამატებას გეგმავდა, თუმცა მათდა საბედნიეროდ ოსპინას დაზიანება სერიოზული არ გამოდგა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მას სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება და 11 სექტემბერს ჩანიშნული მატჩისთვის მზად იქნება.