ოფიციალურად:“არტური იუვენტუსის ფეხბურთელია“

ბარსელონამ არტურ მელოს ტრანსფერი იუვენტუსში ოფიციალურად დაადასტურა.

„ბარსელონამ და იუვენტუსმა არტურ მელოს ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.იტალიური გუნდი ბრაზილიელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს გაიღებს და ბონუსების სახით 10 მილიონს დაამატებს.

„ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ბარსელონაში დარჩენა,რის შემდეგაც ტურინულ გუნდს შეუერთდება.“ ვკითხულობთ ბარსელონას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ტურინელები აღნიშნულ თანხას ტრანსფერში მირალემ პიანიჩის ჩართვით დაფარავენ და 10 მილიონ ევროს დაამატებენ.

ორივე ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გუშინ,იუვენტუსის კლინიკაში გაიარეს და კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

არტური,რომელიც 24 წლის აგვისტოში გახდება,ბარსელონას გრემიოდან,31 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა 2018 წელს და ამ დროის განმავლობაში კატალონიელების მაისურით 72 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

30 წლის მირალემ პიანიჩი კი იუვეს ღირსებას 2016 წლიდან იცავს.იუვენტუსმა მისი კონტრაქტი 32 მილიონ ევროდ გამოისყიდა.ბოსნიელმა იუვენტუსის მაისურით 171 შეხვედრა ჩაატარა,22 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.