ოფიციალურად:ახალი სატრანსფერო ფანჯრის თარიღები ცნობილია
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით,ტრადიციული სატრანსფერო ფანჯრის ვადები,რომელიც 1 ივნისს იწყებოდა და აგვისტოში მთავრდებოდა,მიმდინარე სეზონში შეიცვლება.
ამის მაგივრად,’ზაფხულის’სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს გაიხსნება და 5 ოქტომბერს დაიხურება.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდი კი 1 იანვრის ნაცვლად,4 იანვარს გაიხსნება და როგორც ყოველთვის,31 იანვარს დაიხურება.
ეს ყველაფერი რათქმაუნდა ერთჯერადი წესია,რაც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აუცილებლად მისაღები იყო და მომავალი წლიდან სატრანსფერო პერიოდი ჩვეულ თარიღებს დაუბრუნდება.